მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის რეფორმა, რამაც ტურნირში მატჩების რაოდენობა გაზარდა, გააკრიტიკა.
„ყოველთვის ასეა. ფეხბურთში ყველას ხარისხის გაუმჯობესება სურს, მაგრამ უეფა მატჩების რაოდენობას ზრდის.
ჩვენ არ ვართ მმართველები, ამიტომ უეფას და ფიფას შეგვიძლია მხოლოდ ვთხოვოთ, რომ წელიწადი გახანგრძლივდეს.
შეიძლება წელიწადში 400 დღეს გავხადოთ, მხოლოდ ეს არის გამოსავალი. გულწრფელად რომ გითხრათ არ ვიცი, ”- განაცხადა გვარდიოლამ.








