მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ, პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ, მეტოქე გუნდის თავდამსხმელებზე კილიან მბაპაზე და ნეიმარზე ისაუბრა.
„წუხელ ვცდილობდი კარგად გამომეძინა, როდესაც პსჟ-ს ამ ფეხბურთელებზე აღარ ვფიქრობდი ჩამეძინა.
ჩვენ შევეცდებით ისინი დაცვით, გუნდურად კარგად თამაშით შევაჩეროთ. რა თქმა უნდა, რამდენიმე რამის გამოსწორება მოგვიწევს, მაგრამ ამავე დროს, უფლება არ გვაქვს, საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ვიყოთ.
რაღაცის გამოსწორება ნორმალურია და იგივეს გავაკეთებთ ზაჰას შემთხვევაშიც, კრისტალ პალასის წინააღმდეგ მატჩში. ჩვენ მათგან ბევრ კონტრშეტევებს მივიღებთ, ლონდონელებს ძლიერი იარაღი აქვთ”, – განაცხადა კატალონიელმა.








