საკრამენტო კინგსთან მატჩში, სადაც გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი 93:104 დამარცხდა უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.
ნეიტ ბიორკგრენის ასისტენტ გრეგ ფოსტერს, გოგას დაცვა არ მოეწონა და ეს ხმამაღლა გამოხატა, რასაც ახალგაზრდა ქართველმა ჩაგდებული სამქულიანის შემდეგ „ადგილზე დაეგდეთი“ უპასუხა.
ფოსტერი ბითაძეზე გაიწია, მთელი გუნდი მათ შორის ჩადგა და რამდენიმე წუთში სიტუაცია ჩაწყნარდა, თუმცა ბიორკგრენმა განაცხადა, რომ ამ სიტუაციას კარგად გაარკვევდა.
როგორც ჩანს გუნდი სიტუაციაში გაერკვა და პეისერსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაწერა, რომ გოგა ფულადი ჯარიმით, ხოლო გრეგ ფოსტერი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
The Indiana Pacers announced Thursday they have fined center Goga Bitadze and suspended assistant coach Greg Foster for one game due to their in-game conduct during Wednesday night’s game.https://t.co/odl2E2NN1A
— Indiana Pacers (@Pacers) May 6, 2021
შეგახსენებთ, რომ ბითაძემ კინგსთან დაპირისპირებაში პარკეტზე 21 წუთი გაატარა და გუნდს 5 ქულით, 6 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემით და 2 დაფარებით დაეხმარა.








