ოქსანა კალაშნიკოვა მოსკოვში გამართულ WTA-ის ტურნირის, კრემლის თასის 1/4 ფინალში იასპარეზებს. 31 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც წყვილთა თანრიგში მსოფლიოს 82-ე ჩოგანია, რუსეთში იაპონელ მიუ კატოსთან ერთად თამაშობს.
ქართულ-იაპონური დუეტი 1/8 ფინალში ამერიკელ საბრინა სანტამარიასა და ფრანგ ელიქსან ლეშემიას წყვილს დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:1, 4:6, 10:7 დაამარცხა. მატჩი საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. 21 ოქტომბერს კალაშნიკოვა და კატო 1/4 ფინალში ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილ ჩეხ ჩოგბურთელებს მარი ბუჟკოვასა და ლუსი ჰრადეჩკას შეხვდებიან.
ოქსანა კალაშნიკოვას კარიერის განმავლობაში ძირითად წყვილთა თანრიგში საპრიზო ფონდის სახით $947 776 აქვს მოგებული.







