31 წლის ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა ავსტრიის ქალაქ ლინცის საერთაშორისო ტურნირზე მეოთხედფინალში გავიდა.
კალაშნიკოვამ წყვილთა ტურნირში იაპონელ მიიუ კატოსთან იაპონელი ერი ჰოზუმი და სლოვაკი ტერეზა მიჰალიკოვა 6:2, 6:3 დაამარცხეს.
ქართველი და იაპონელი ჩოგბურთელების მომდევნო მეტოქეები, მოგვიანებით გაირკვევა.
ცნობისთვის, WTA-ს მიერ დღეს გამოქვეყნებულ წყვილთა რეიტინგში კალაშნიკოვა 16 ადგილით დაქვეითდა და 1 129 ქულით 88-ე ადგილზეა.





