ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეების შემდეგ, ბერძენ-რომაელთა ჯერი დადგა.
პოლონეთის დედაქალაქში გაშლილ საჭიდაო ხალიჩაზე, საქართველოს ნაკრებიდან 5 ფალავანი გავიდა, რომელთაგან მედლებისთვის ბრძოლას მხოლოდ ორი შემორჩა.
ვლადიმერ გეგეშიძის გაწრთვნილთაგან, ჩემპიონობის შანსი აქვს იაკობ ქაჯაიას (130კგ). ქართველმა ფალავანმა ყველა ბრძოლა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა, ხოლო ნახევარფინალში ლიეტუველ ფრიდრაკასს სულაც 1 წუთსა და 38 წამში აჯობა. იაკობ ქაჯაია კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ასასვლელად თურქ რიზა კაიას დაეჭიდება.
ფინალამდე სულ ცოტა დააკლდა ლერი აბულაძეს (63კგ), რომელმაც ნახევარფინალში რუს ჯამბულატ ლოკიაევთან დიდი უპირატესობა გაფლანგა და დამარცხდა. ქართველი მოჭიდავე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.





