საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი პსჟ-ს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – როგორც მოსალოდნელი იყო, ამ თანამდებობაზე გუნდმა არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო დანიშნა.
ტოტენჰემის ყოფილი დამრიგებელი თანამდებობიდან გათავისუფლებული თომას ტუხელის შემცვლელად მოვიდა და უკეთესი შედეგის მიღწევას ეცდება.
Welcome Mauricio Pochettino 👋pic.twitter.com/Fr4ZgKxhNI
— Paris Saint-Germain (@PSG_English) January 2, 2021
აღსანიშნავია, რომ პოჩეტინოსთვის პსჟ უცხო გუნდი ნამდვილად არ არის, ფეხბურთელობისას ის 2001-03 წლებში თამაშობდა და 70 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
48 წლის არგენტინელი სპეციალისტი სამსახურს 14 თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, საფრანგეთის დედაქალაქში მისი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნება.








