მილანის „ინტერი“ იტალიის სერია A-ს 2020/21 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა და ჩემპიონის ტიტული ისტორიის განმავლობაში მეცხრამეტედ მოიგო.
დღეს, „ინტერის“ უახლოესმა მდევარმა, „ატალანტამ“ „სასუოლოსთან“ სტუმრად 1:1 ითამაშა, რამაც საბოლოოდ ჩემპიონის ბედი გადაწყვიტა. ახლა, „ინტერთან“ დაწევის შანსი თეორიულადაც არცერთ გუნდს აღარ აქვს.
თავის მხრივ, „ნერაძურიმ“ თავისი შეხვედრა გუშინ, „კროტონესთან“ 2:0 მოიგო. ბოლოს „ინტერი“ ჩემპიონი 2010 წელს, ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის დროს გახდა, მას შემდეგ იტალიის ჩემპიონატს მუდმივად „იუვენტუსი“ იგებდა.
🎉 | BUS (PARTE 2)
🎶 "… 𝘌 𝘚𝘌 𝘕𝘌 𝘝𝘈𝘈𝘈𝘈𝘈𝘈𝘈𝘈𝘈𝘈𝘈𝘈𝘈𝘈…" 🎶
Canta l'@Inter 🎤
Dirige il Maestro @ddambrosio 🪄#CrotoneInter ⚫️🔵 #FORZAINTER pic.twitter.com/EX6eU4Q4c7
— Inter (@Inter) May 1, 2021





