29 წლის დანიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ერიკესენმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მილანის “ინტერთან” კონტრაქტი გაწყვიტა. ინფრომაციას იტალიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გამოცდილ დანიელს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტანტი ჩაუდგეს, აღნიშნული დანადგარით თამაში კი იტალიაში აკრძალულია.
შეგახსენებთ, რომ ერიკსენმა ევროპის ჩემპიონატზე დანიისა და ფინეთის მატჩში გულის შეტევა მიიღო, რის შემდეგაც მას კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტანტი ჩაუდგეს.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს კარიერას დანიელი ნახევარმცველი.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან ერიკსენი ნერაძურის 2020 წელს შეუერთდა და მას შემდეგ იტალიურ გუნდში 60 ჩატარებულ მატჩში 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.








