არგენტინის ნაკრების 24 წლის თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა მილანის “ინტერთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ინფორმაცია იტალიურმა გუნდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ახალგაზრდა თავდამსხმელი ნერაძურის 2018 წელს “რასინგიდან” შეუერთდა. მარტინესმა მილანური გუნდის ქომაგს თავი ძალიან შეაყვარა, ლაუტარომ “ბარსელონას” მადრიდის “რეალის” და სხვადასხვა წამყვან ევროპულ გუნდებს უარი უთხრა, ახლა კი ნერაძურსითან დიდ ხნიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ქომაგს თავი კიდევ უფრო შეყვარა.
ლაუტარომ გუნდთან ერთად გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატი მოიგო. 24 წლის ფეხბურთელმა “ინტერში” 144 მატჩში 54 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.
📣 | LAUTARO
Un messaggio speciale per voi #InterFans 🙅♂️#Lautaro2026 #IMInter pic.twitter.com/6Sx8weXdEB
— Inter 🏆🇮🇹 (@Inter) October 28, 2021








