გერმანიის ნაკრების 27 წლის ფეხბურთელი, რობინ გოზენსი კარიერას “ინტერში” გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
გამოცდილი ფეხბურთელი ნერაძურის “ატალანტადან” შეუერთდა. 27 წლის მცველმა ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი 2026 წლამდე მოაწერა.
გოზენსმა ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
”მე აღფრთოვანებული და ამაყი ვარ აქ ყოფნით. ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ.” – განაცხადა რობინ გოზენსმა.
ცნობისთვის, 27 წლის გერმანელმა მცველმა “ატალანტაში” ჩატარებულ 157 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.
📣 | ANNUNCIO
Robin Gosens è dell'Inter! ⚫️🔵
👉 https://t.co/o9D1w5V7qT#WelcomeRobin #IMInter pic.twitter.com/PkQENznjNB
— Inter 🏆🇮🇹 (@Inter) January 27, 2022








