ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ფედერიკო კიეზა ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს. ინფორმაცია ტურინულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
მიზეზი იტალიის სერია A-ს გასულ ტურში, „რომას“ წინააღმდეგ მიღებული დაზიანება გახდა. შეხვედრის 32-ე წუთზე 24 წლის ფეხბურთელმა „რომას“ მცველთან შეჯახების დროს მარცხენა მუხლი დაიზიანა და მოედანი ნაადრევად დატოვა.
Le condizioni di @federicochiesa https://t.co/phfsgUtbJG pic.twitter.com/63iKHuNDwf
— JuventusFC (@juventusfc) January 10, 2022
წინასწარი ინფორმაციით, მას ჯვარედინი მყესები აქვს გამწყდარი. დამატებითი გამოკვლევები ფეხბურთელს უახლოეს 1-2 დღეში ჩაუტარდება და მისი მდგომარეობის შესახებ საბოლოო ინფორმაციაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
„იუვენტუსში“ საკვანძო შეხვედრების გარდა, ფედერიკო კიეზა იტალიის ნაკრებსაც ვერ დაეხმარება, რომელსაც მარტჩი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ფლეი-ოფის მატჩები აქვს გასამართი. შეგახსენებთ, რომ ფლეი-ოფის ფინალში იტალიის პოტენციური მეტოქე პორტუგალიის ნაკრებია.





