24 თებერვალს უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ბუნებრივია, ამ ფაქტმა მთელი სამყარო მოიცვა.
იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი, ჯორჯო კიელინი ზემოთხსენებულ ფაქტს გამოეხმაურა:
“ამ დილით გაღვიძება შოკისმომგვრელი და ტრავმული იყო. მოუსვენარი აღმოვჩნდი იმ სურათებზე, რომელთა გაგებაც ვერ მოვახერხე. ყოველ ბოლო წუთს ვიმედოვნებდი, რომ საქმე აქამდე არ მივიდოდა და კრიზისი კონფლიქტში არ გადაიზრდებოდა. იმედი მაქვს, რომ დომინოს ეფექტი არ გამოიწვევს და დიპლომატია განკურნავს ასეთ მძიმე სიტუაციას. ჩემი ფიქრები და სოლიდარობა არის უკრაინელი ხალხის და ამ ომის ყველა მსხვერპლის მიმართ.” – განაცხადა ჯორჯო კიელინიმ.








