ქუთაისის „ტორპედომ“ გიორგი არაბიძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. კლუბმა განცხადება საკუთარ Facebook-გვერდზე გაავრცელა:
„გიორგი არაბიძე ტორპედოელია!
23 წლის ვინგერი გუნდს თურქულ შეკრებაზე მალე შეუერთდება!
გიორგიმ გასულ სეზონში სამტრედიას მაისურით 15 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
წარმატები ვუსურვოთ გიორგის შავთეთრების რიგებში!“ – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბმა 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში პორტუგალიურ „ნასიონალს“ 200 ათასი ევრო გადაუხადა. წინასაწრი ცნობებით, არაბიძემ „ტორპედოსთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.








