23 წლის ფეხბურთელი გიორგი არაბიძე “სამტრედიას” ფეხბურთელია. ტრანსფერი რამოდენიმე საათის წინ იმერულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ფეხბურთელი ქართულ გუნდს პორტუგალიური “ნაციონალიდან” იჯარის წესით შეუერთდა. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, გიორგი არაბიძემ გასული სეზონი ასევე საიჯარო ხელშეკრულებით ვოლგოგრადის “როტორის” შემადგენლობაში გაატარა და 4 მატჩიც ჩაატარა.მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ეროვნულ ნაკრებშიც 4 მატჩი აქვს ჩატარებული.





