საქართველოს პირველი არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის “ტორპედომ” გიორგი არაბიძე პორტუგალიური “ნასიონალიდან” გამოისყიდა და ტრანსფერი უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება.
23 წლის შემტევი გასულ სეზონში იჯარით “სამტრედიაში” თამაშობდა. ახალი სეზონის დასაწყისში არაბიძის წაყვანა გია ცეცაძემ მოისურვა, რადგან მას ახალგაზრდულ ნაკრებში წვრთნიდა და მის მიმართ დიდი ნდობა აქვს.
პორტუგალიელებმა გამოსასყიდ თანხად 400 000 ევრო მოითხოვეს, თუმცა, არაბიძეს “ნასიონალთან” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და თუ პორტუგალიელები ქუთაისის “ტორპედოს” ვერ შეუთანხმდებოდნენ, ზაფხულში არაბიძე თავისუფალი აგენტი გახდებოდა, შესაბამისად “ნასიონალი” თანხას ვერ მიიღებდა. ამიტომ პორტუგალიელები იძულებული გახდნენ გამოსყიდი თანხა იმერული კლუბისთვის დაეკლოთ.





