საქართველოს პირველი არხის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 წლის მეკარე, ბექა ქურდაძე კარიერას “გაგრაში” გააგრძელებს.
„შემიძლია დავადასტურო, რომ „გაგრაში“ გადასვლა გადავწყვიტე. ჯერ კონტრაქტი არ გამიფორმებია, მაგრამ 99 პროცენტიანი სიზუსტით შემიძლია ვთქვა, რომ „გაგრაში“ ვითამაშებ. „გაგრა“ მომწონს და იმედი მაქვს, გუნდს დავეხმარები. გაგა კირკიტაძე და „გაგრას“ მეკარეთა მწვრთნელი ირაკლი შენგელია მენდობიან და არჩევანზე გავლენა ამანაც იქონია“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ბექა ქურდაძე.
ბექა ახალ გუნდში დავით კერესელიძეს ჩაანაცვლებს, რომელიც ახლო წარსულში თბილისის “დინამოში” გადავიდა.
ბექა გასულ სეზონში “სამტრედიას” ღირსებას იცავდა, ახალგაზრდა მეკარემ იმერული გუნდის მაისურით 26 შეხვედრა ჩაატარა.





