საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე ფეხბურთის სათამაშოდ კვლავ ყაზახეთში დარჩა და კარიერას კოსტაინის ტობოლში გააგრძელებს.
ინფორმაცია, ყაზახური გუნდის ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა. ლობჯანიძე ახალი კლუბის რიგებში 99-ნომრიან მაისურით ითამაშებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის მანძილზე ტობოლის რიგებში ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი ასპარეზობდნენ.
რაც შეეხება ელგუჯა ლობჯანიძეს, ის ტობოლამდე ვიტ ჯორჯიაში, ქობულეთის შუქურაში, ბათუმის დინამოში, ორენბურგში, თარაზში და ქაისარში თამაშობდა.





