23 წლის მეკარე, ავთანდილ ლაბაძე კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. ინფორმაციას იმერული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ავთანდილი ბოლოს ბელარუსული “შახტიორის” ღირსებას იცავდა, სადაც 6 შეხვედრა ჩაატარა.
იმერული კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მნიშვნელოვნად გაძლიერდა. გია ცეცაძის გუნდმა ავთანდილ ლაბაძესთან ერთად ირაკლი ბუღრიძე, გიორგი არაბიძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიული მანჯგალაძე, ნიკა სანდოხაძე, დინო ჰამზიჩი, გიორგი ქიმაძე, გიორგი კუხიანიძე, აკაკი შულაია და ლაშა შერგელაშვილი დაიმატა.
ცნობისთვის, ავთანდილ ლაბაძეს კარიერის მანძილზე “ოსიპოვიჩში”, “შახტიროსა” და “სვეტლოგორსში” უთამაშია.








