ეროვნული ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში, თბილისის “საბურთალომ” შინ ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის 37-ე წუთზე იური ტაბატაძემ ანგარიში გახსნა. შეხვედრის 41-ე წუთზე კი ირაკლი სიხარულიძემ მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ლევან კორღალიძის გუნდი, “თელავთან”, გორის “დილასთან” და ბათუმის “დინამოსთან” ერთად პირველ ადგილს ინაწილებს. ქუთაისის “ტორპედო” კი მე-8 ადგილზე იმყოფება.
თბილისის “საბურთალო” მომდევნო შეხვედრას ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს. გია ცეცაძის გუნდი კი თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლებს.








