ეროვნული ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში, თბილისის “საბურთალომ” შინ ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და 2:0 დაამარცხა.
მე-2 ბურთი ირაკლი სიხარულიძემ შეაგდო, რომლისთვისაც აღნიშნული გოლი დედაქალაქელთა მაისურით სადებიუტო გამოდგა.
გამოცდილმა თავდამსხმელმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა:
“რა თქმა უნდა, სასიამოვნოა გოლის გატანა, მით უფრო, როდესაც ახალ კლუბში პირველი ოფიციალური გოლი გაგაქვს. კარგია, რომ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ვეცდებით, მომავალში ბევრი წარმატებები მოვიპოვოთ” – განაცხადა სიხარულიძემ.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფეხბურთელი “საბურთალოს” თანაქალაქელი “ლოკომოტივიდან” შეუერთდა.








