26 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, ალვარო ლუის ტავარეს ვიეირა კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. ინფორმაციას კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
26 წლის თავდამსხმელმა „დილასთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა და გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა.
შეგახსენებთ, რომ გორის „დილასთვის“ ვიეირა ახალ სეზონამდე მე-4 შენაძენია. ანდრეი დემჩენკოს გუნდმა აქამდე თამაზ მაქაცარია, გიორგი ბულისკერია და გიორგი ლომთაძე დაიმატა.
ცნობისთვის, ალვარო ვიეირა „დილამდე“ „ლვოვში“ თამაშობდა და კლუბის შემადგენლობაში ჩატარებულ 71 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.








