25 წლის ნახევარმცველი, აკაკი შულაია კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. ინფორმაციას იმერული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით არ საჯაროვდება.
აკაკი შულაია ბოლოს თბილისის “საბურთალოს” ღირსებას იცავდა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა დედაქალაქური გუნდის მაისურით ჩატარებულ 35 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
25 წლის შემტევ ნახევარმცველს სხვადასხვა დროს თბილისის “დინამოში” და მარტვილის “მერანშიც” უთამაშია.








