წარუმატებელი გამოდგა ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოს ნაკრებისთვის.
ლაშა გუჯეჯიანის შეგირთთაგან ტატამზე მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) გავიდა, რადგან 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში პორტუგალიის დედაქალაქში ამ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავს.
სამწუხაროდ, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა და საკმაოდ გამოცდილმა ქართველმა ძიუდოისტმა თავი ვერაფრით გამოიჩინა და ევროპის ჩემპიონატსაც ნაადრევად გამოეთიდა. შავდათუაშვილმა მოლდოველი პეტრუ პელივანის დამარცხება კი შეძლო, მაგრამ მეორე წრეში ბელარუს ვადიმ შოკასთან დამარცხდა. მოვლენები კი ისე განვითარდა, რომ ქართველმა ძიუდოისტმა ვერც რეპეშაჟში გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმედლოდ დარჩა.
რაც შეეხება ქალებს, აქ ტატამზე მარიამ ჭანტურია (70კგ) გავიდა, თუმცა საწყის ეტაპზევე ნიდერლანდელ კიმ პოლინგთან წააგო.






