ნიკა ნინუას კორონავირუსი დაუდასტურდა და სალონიკის “პაოკს” კონფერენს ლიგაზე ირლანდიურ „ბოჰემიანსთან“ განმეორებით შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
ნიკა ბერძნული კლუბის განაცხადში არც კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში იყო. ის მატჩი დუბლინში გაიმართა და „ბოჰემიანსის“ გამარჯვებით (2:1) დასრულდა.
ტესტები, რომლებიც ქართველმა ნახევარმცველმა ჩააბარა, „კოვიდ-19“-ზე დადებითი პასუხი აჩვენა და ახალგაზრდა ნახევარმცველი უკვე კარანტინშია.
შეგახსენებთ, რომ თბილისის “დინამოს” ყოფილი კაპიტანი სალონიკის “პაოკს” ზუსტად ერთი წლის წინ შეუერთდა.








