ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს გიორგი მიქაუტაძე სულ მალე ეროვნულ ნაკრებში ვიხილავთ. ის მარტის სანაკრებო მატჩებში გუნდთან ერთად იქნება და ალბათ თავის გამოჩენის შანსიც მიეცემა.
მანამდე კი მიქაუტაძეს ფრანგულმა გუნდმა „მეცმა“ ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და მას კონტრაქტი 2 წლის გაუხანგრძლივა.
თუ დაიბენით, გეტყვით, რომ ქართველი შემტევი სწორედ „მეცის“ საკუთრებაა და ბელგიურ „სერენსში“ იჯარის წესით არის განათხოვრებული. გიორგი მიქაუტაძე ხელშეკრულების მიხედვით „მეცში“ 2025 წლამდე დარჩება.
„კონტრაქტი გახანგრძლივებულია. ბელგიური სერენსის რიგებში 18 გოლის გამტანი მეცში რჩება“ – ვკითხულობთ ფრანგული გუნდის ოფიციალურ პოსტში.
გიორგ მიქაუტაძე ბელგიური „სერენსის“ საკვანძო ფიგურაა. გუნდი პროქსიმუს ლიგაში 39 ქულით მეორე ადგილზეა და უმაღლესში გადმოსასვლელად იბრძვის.





