ბელგიის ჩემპიონატის მე-14 ტურში “სერენმა” გასვლაზე ლიოვენი 3:1 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძემ თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, მან თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა . მატჩის შემდეგ გიორგი “ლიოვენის” მთავარმა მწვრთნელმაც შეაქო.
“ის ნამდვილი გოლეადორია, ფეხბურთელი, რომელსაც გოლები ადვილად გააქვს. ახლო კუთხეში ძალიან კარგად დაარტყა, მაგარი გოლი იყო”- თქვა მარკ ბრისმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე “მეცის” საკუთრებაა და ბელგიურ “სერენში” იჯარით თამაშობს. 21 წლის ფორვარდმა ამ სეზონში “სერენის” მაისურით 11 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.





