თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში, სადაც საქართველოს ფუტზალის ნაკრები ტრადიციულად საშინაო მატჩებს ატარებს ხოლმე, ავთანდილ ასათიანის შეგირდები, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ მატჩში უძლიერეს მეტოქეს ღირსეულად კი დაუდგა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო.
ვინც არი იცის ვეტყვით, რომ რუსეთის ნაკრები ფუტზალში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა. თავად განსაჯეთ, რუსები ევროპის ხუთგზის ჩემპიონები და მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონები არიან, ბოლო კონტინენტის პირველობაზე კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
სწორედ ასეთ მრისხანე გუნდთან მოუხდა საქართველოს ნაკრებს დაპირისპირება, რომელიც არა მხოლოდ ამ ჯგუფური ეტაპის, არამედ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. რა გასაკვირია, რომ ამ მატჩშიც სპეციალისტები გამარჯვებას მათ უწინასწარმეტყველებდნენ.
ასეც მოხდა. რუსეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს 4:0 მოუგო და ჯგუფშიც 6 ქულით გალიდერდა. სასტარტო მატჩში სომხეთის გუნდი 6:0 დაიბრიყვეს. ნიშანდობლივია, რომ სტუმრებმა ყველა გოლი ჩვენი გუნდის უყურადღებობის შედეგად გაიტანეს. რუსეთმა საქართველოს არცერთი შეცდომა არ აპატია.
საგოლე მომენტები და თანაც არაერთი საქართველოს ნაკრებსაც ჰქონდა. პირველ ტაიმში რუსები გაშვებული გოლისგან ორჯერ ძელმა იხსნა და მეორე ტაიმის საწყის 7 წუთშიც ანგარიშის შესამცირებლად რამდენიმე კარგი შანსი, თუმცა ზვიად კუპატაძემ მესამე გოლი აქეთ მიიღო და სწორედ აქ გადაწყდა მატჩის ბედიც.
შეგახსენებთ ავთანდილ ასათიანის გაწრთვნილებმა პირველი დაპირისპირება პარიზში საფრანგეთის ნაკრებთან ფრედ 4:4 ითამაშეს.
მომდევნო მატჩს, საქართველოს ნაკრები, 5 და 10 მარტს შესაბამისად თბილისსა და ერევანში სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დაკარგული ჯერ არაფერია. ჯგუფიდან ორი გუნდი გადის და შანსი, 2022 წელს, საქართველოს ფუტზალის ნაკრებმა ნიდერლანდებში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს ისევ არსებობს.
კლასით ძალიან მაღლა იყვნენ – ასათიანმა რუსეთთან მარცხი შეაფასა








