16 იანვარს, “ვალენსია” კოპა დელ რეიზე” მერვედფინალში სტუმრად “ბალეარესს” დაუპირისპირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, “ვალენსიას” სათადარიგო მეკარეს ხაუმე დომენეკს პრობლემები აქვს, ნიდერლანდელ მეკარეს იასპერ სილესენს კი კორონავირუსი დაუდასტურდა და ამ მატჩს გამოტოვებს, ამიტომ დიდი შანსია, რომ ხოსე ბორდალასმა ნდობა გიორგი მამარდაშვილს ისევ გამოუცხადოს.
აღნიშნული თემის შესახებ ესპანური გამოცემა superdeporte-ც წერს.
“ხაუმე დომენეკი დისკომფორტს გრძნობს და საეჭვოა, ბალარაესთან ითამაშოს. სათასო შეხვედრაში მისი ალტერნატივა გიორგი მამარდაშვილია, რომელიც გუნდის კარს ლა ლიგის სასტარტო ტურებში იცავდა. რაც შეეხება გუნდის პირველ მაკარე იასპერ სილესენს, მას კორონავირუსის ტესტზე პასუხი უკვე უარყოფითი აქვს და ინდივიდუალურად ვარჯიშობს”, – წერს ესპანური გამოცემა.
ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში “ვალენსიას” სასტარტო შემადგენლობაში 6 შეხვედრა ჩაატარა, 7 გოლი გაუშვა და ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.





