ბელგიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა ჟორჟ მიქაუტაძის „სერენმა“. ქართველი ფეხბურთელის კლუბი „ლიერსს“ ესტუმრა და მინიმალური სხვაობით, 0:1 გაიმარჯვა.
საგულისხმოა, რომ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. 32-ე წუთზე 20 წლის ფეხბურთელმა მეტოქის კარში თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და თავის გუნდს მოაგებინა.
მიმდინარე წელს მიქაუტაძემ პირველი გოლი გაიტანა. საერთო ჯამში კი მას 17 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.





