ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ორი გუნდია, რომლებმაც ჯერ გამარჯვების გემო რა არის არ იციან. ორივე იმერული კლუბია – ქუთაისის „ტორპედო“ და წყალტუბოლს „სამგურალი“
ქუთათურებმა ნავსი ვერც ამჯერად გატეხეს, არადა ერთ-ერთ აუტსაიდერს „სამტრედიას“ ეთამაშებოდნენ. ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური, რომელიც იმერული დერბით გაიხსნა ფრედ – 0:0 დასრულდა.
გია ცეცაძის შეგირდებმა ცხრილის ფსკერს თავი წინა ტურში დააღწიეს, როდესაც სტუმრად წყალტუბოს „სამგურალს“ სძლიეს. სამტრედიელებს მორიგი 3 ქულის ჩაწერა აქტივში ახლაც შეეძლოთ, თუმცა არბიტრმა გოლი გაუუქმა.
ისე, საგულისხმოა, რომ „ტორპედომ“ უკვე მიჯრით მეხუთე ფრე ითამაშა და აქედან 3 სწორედ 0:0. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქუთათურთა შეტევითი პოტენციალი აშკარად მოიკოჭლებს.
მომდევნო ტურში „სამტრედია“ 11 აპრილს სტუმრად თბილისის „დინამოს“ ეთამაშება, ხოლო „ტორპედო“ თბილისის „ლოკომოტივს“.





