ტოკიო 2020-ზე ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალში იასპარეზებს.
ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში კანადელი შადი ელ ნაჰასი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ნახევარფინალში 32 წლის ქართველის მეტოქე იაპონელი აარონ ვულფი იქნება. ფინალური ბლოკი 12:00-დან დაიწყება.








