ქართული ძიუდოს გულშემატკივრებისთვის ცნობილია, რომ ტოკიო 2020-ის დასრულების შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
მიმდინარე წლის აგვისტოდან მოყოლებული არაერთი ინფორმაცია გავრცელდა მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ, თუმცა ტიტულოვანმა ძიუდოისტმა ყველა ჭორი საზოგადოებრივ მაუწყებელთან უარყო და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დაბრუნებას არ აპირებს.
მისივე თქმით, მან საკუთარი თავი ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ჩემპიონთა ლიგაზე დაარეგისტრირა, მაგრამ ჯერჯერობით მონაწილეობის გადაწყვეტილება არ მიუღია.





