პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მატჩის შესახებ, სადაც მისი გუნდი მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება, მედიას მოლოდინები გაუზიარა.
„გუნდებს საოცარი მოთამაშეები ჰყავთ, რომელთა შეჩერება მთელი 90 წუთის განმავლობაში ძალიან რთულია. ეს ძალიან დაძაბული მატჩები იქნება.
სიტის ფანტასტიკური სეზონი აქვს, ისინი ამას პეპთან ერთად რეგულარულად აკეთებენ. ეს რთული თამაში იქნება. ვიმედოვნებ, რომ კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ და გავიმარჯვებთ. ფეხბურთში მთავარი მიზანი ეს არის.
ეს არ არის პირადი დაპირისპირება. ეს ორ ძალიან კარგ გუნდს შორის დაპირისპირებაა. როდესაც გვარდიოლაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელს, თუ საუკეთეს არა ვგულისხმობთ.
მე დიდ პატივს ვცემ მის კარიერას – არა მხოლოდ ტიტულებს, არამედ მემკვიდრეობას, რომელსაც ის აშენებს.
მე ვარ მწვრთნელი, ვისაც უყვარს ფეხბურთი, ვცდილობ ვისწავლო, ვცდილობ ვითამაშო და გავიმარჯვო. ვფიქრობ ნებისმიერი კლუბის მიზანი ეს არის”, – თქვა პოჩეტინომ.





