23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ კონკორდის საერთაშორისო ტურნირის კვალიფიკაციაში მე-2 მატჩიც იოლად მოიგო და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ Thoreau Tennis Open-ის გადამწყვეტ რაუნდში აშშ-ს წარმომადგენელი სოფი ჩანგს 6:2, 6:1 მოუგო.
ბოლქვაძე კონკორდის ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს, მისი მეტოქის ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ ივლისის შუაში მარიამმა ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართული ტურნირი მოიგო.





