მარიამ ბოლქვაძემ გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი გამარჯვებით დაიწყო.
ქართველი ჩოგბურთელი პირველ რაუნდში მსოფლიო რეიტინგის 212-ე ნომერს, თურქ პერმა იოზგენს შეხვდა და ორ სეტში, 7:6, 6:4 დაამარცხა.
დღესვე, გათამაშებაში ჩაერთვება ეკატერინე გორგოძე, რომელიც თავის პირველ შეხვედრას თბილისის დროით 16:00 საათზე, ასევე თურქი ჩოგბურთელის, ჩაღლა ბუიუკაკჩაის წინააღმდეგ გამართავს.








