მარიამ ბოლქვაძე წყვილთა თანრიგში ყაზახეთის 15 ათასიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა, რუს ეკატერინა იაშინასთან ერთად ფინალში რუს ჩოგბურთელების, ვლადა კოვალის და ანასტასია ტიხონოვას დამარცხება მოახერხა.
ქართულ-რუსულმა დუეტმა ფინალური მატჩი ორ სეტში – 7:6; 6:1 მოიგო.
ამავე ტურნირზე, ერთეულების გათამაშებაში ბოლქვაძე მეოთხედფინალამდე მივიდა, თუმცა გადამწვყვეტ მატჩში უზბეკ საბინა შარიპოვასთან – 6:7; 6:4; 2:6 დამარცხდა.





