23 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის ფინალში ისე გავიდა, რომ მეტოქეებისთვის სეტიც კი არ დაუთმია.
დღეს, PRESIDENT’S CUP-ზე პირველ ნომრად განთესილი ბოლქვაძე ბელარუს იულია ჰატოუკას დაუპირისპირდა და 6:4, 6:4 იმარჯვა. ფინალში მარიამის მეტოქე მე-2 რეიტინგის მქონე რუსი ვალერია სავინიხი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მარიამ ბოლქვაძემ საწყის რაუნდებში უზბეკ საბინა შარიპოვასა და ყაზახ გოზალ აინიტდინოვას, შესაბამისად, 6:2, 6:0 და 6:2, 6:1 მოუგო, მეოთხედფინალში კი ბელარუს შალიმარ ტალბის 6:1, 2:0-ს ამარცხებდა, როდესაც მეტოქემ ტრავმის გამო მატჩის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.





