ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი ევროპის სუპერლიგაში მონაწილეობაზე უარის თქმას აპირებს.
მანჩესტერული კლუბი ჩელსის გზას გაჰყვება და ტურნირს გამოეთიშება. თუ “ქალაქელები” ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინ, ალბათ, სუპერლიგა ჩამოიშლება, წერს გამოცემა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ლიგას მანჩესტერი და არსენალიც დატოვებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრიტანული კლუბები „თამაშიდან გადიან“.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩელსი სუპერლიგაში გასასვლელად საბუთებს ამზადებს. მოვლენები უკიდურესად დაძაბულია და გუნდებს „ბეწვის ხიდზე“ გავლა უწევთ.








