ლიამ დელაპმა მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა. ქალაქელებმა ფეხბურთელი თავიანთი აკადემიიდან დააწინაურეს.
18 წლის ფეხბურთელის დებიუტი ინგლისურ კლუბში 2020 წლის 24 სექტემბერს “ბორნმუთის” წინააღმდეგ კარაბაოს თასზე შედგა.
დელაპს მანჩესტერ სიტის ასაკობრივ გუნდებში 33 ჩატარებულ მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი. ახალგაზრდა შემტევი ინგლისის ასაკობრივ ნაკრებში ირიცხება.
— Manchester City (@ManCity) August 20, 2021





