ინგლისურმა გუნდმა “მანჩესტერ სიტიმ” ლეგენდარულ გიორგი ქინქლაძის შესახებ ფილმი გამოუშვა.
“ქალაქელებმა” იუთუბში ვიდეო გაავრცელეს, სადაც კომენტატორი ჯონ ჩემპიონი გიორგი ქინქლაძის მიერ “საუთჰემპტონის” კარში გატანილ გოლზე საუბრობს.
ფილმი “მანჩესტერ სიტის” ოფიაციალურ ვებ-გვერდზე ატვირთულია, თუმცა საქართველოდან წვდომა შეზღუდულია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქინქლაძე “მანჩესტერ სიტის” ღირსებას 1995-1998 წლებში იცავდა, სადაც 106 ჩატარებულ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელმა 20 გოლი გაიტანა.





