მანჩესტერ სიტი პრემიერლიგის 2020/21 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა.
პეპ გუარდიოლას გუნდმა ტურნირი მას შემდე მოიგოგ, რაც პრემიერ ლიგის 36-ე ტურის მატჩში, მანჩესტერ იუნაიტედი 1:2 ლესტერთან დამარცხდა.
სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე “ქალაქელების” კონკურენტებმა ჩემპიონატის თეორიული შანსიც კი დაკარგეს.
ამ დროისთვის მანჩესტერ სიტის 80 ქულა აქვს, იუნაიტედს 70 ქულა, ხოლო მესამე ადგილზე მყოფ ჩელსის 64 ქულა.
მანჩესტერულმა კლუბმა ოთხი წლის განმავლობაში პრემიერ ლიგის თასი მესამედ მოიგო. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გამარჯვება ლივერპულმა მოახერხა.





