ავტორიტეტული ბრიტანული სააგენტო Sky Sports-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედს ჯეიდონ სანჩო არ დაუვიწყებია და მის შეძენას საფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ეცდებიან.
გასული წლის ზაფხულში, ჯეიდონი სანჩოს შესაძლო ტრანსფერი მანჩესტერის წითელ მხარეს ძალიან აქტუალური იყო.
გუნდის წარმომადგენლები ბევრს ეცადნენ და არაერთი შეთავაზებაც განახორციელეს, თუმცა ვერაფერს გახდნენ.
დორტმუნდელები ფეხბურთელს 100 მილიონად აფასებენ, მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლამდეა გათვლილი, რაც გერმანულ მხარეს მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევს.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის შემტევი, „შავ-ყვითლებმა“ 2017 წლის აგვისტოში მანჩესტერ სიტიდან 7.8 მილიონ ევროდ შეიძინეს.





