ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედის მენეჯმენტში სერიოზული ცვლილებები მოხდა.
როგორც ცნობილია, კლუბის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ედ ვუდვარდმა დატოვა. მისი გადაწყვეტილება ევროპის სუპერლიგის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება – მანჩესტერ იუნაიტედი ტურნირის 12 დამფუძნებელიდან ერთ-ერთია.
მას შემდეგ, რაც 2005 წელს გლეიზერის ოჯახმა კლუბი შეიძინა, ვუდვორდი მანჩესტერ იუნაიტედში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.





