ვარშავაში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა საქმე უკვე მოილიეს და ახლა მედლებისთვის კლასიკოსები იბრძვიან.
შესაძლოა ცოტა გასაკვირიც იყო, მაგრამ ჯერ ქართულ ყულაბაში ოქროს მედალი არ ჩხრიალებს. თავისუფლებმა ასპარეზობა უმაღლესი სინჯის მედლის მოპოვების გარეშე დაასრულეს და საქართველოს ჰიმნი არც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს აუჟღერებიათ. დღეს საქართველოს ნაკრებს ამის ბოლო შანსი აქვს და იმედია ასეც მოხდება. შმაგი ბოლქვაძე ფინალშია და ჩემპიონობამდე სულ ცოტა აშორებს.
პოლონეთის დედაქალაქში, ქართველი ფალავანი კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე მაინც ვიხილეთ, თუმცა მან ეს გამარჯვება სერბეთს მოუტანა. ახლო წარსულში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზურაბ დათუნაშვილი (87კგ) ვარშავაში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ზურაბ დათუნაშვილმა კონტინენტის პირველობაზე უმაღლეს დონეზე იჭიდავა და ოქროს მედალიც დამსახურებულად მოიპოვა.








