“ვალენსიას” ქართველმა გოლკიპერმა გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგისგან სპეციალური საჩუქარი მიიღო. მამარდას ინსტაგრამ სთორიზე დადებულ ფოტოში შამპანური და სხვა სუვენირები ჩანს.

საქართველოს პირველი არხი იუწყება, რომ “ვალენსიას” და “დინამო თბილისს” შორის მოლაპარაკება ტრანსფერის გამოსყიდვაზე ნამდვილად მიმდინარეობს, ესპანელები ქართველ მეკარესთან სრულფასოვანი ხელშეკრულების გაფორმებით დაინტერესებულები არიან, მაგრამ ჯერ კონტრაქტი არ გამოუსყიდიათ.
პირველი არხის ცნობით, ესპანელები მამარდაშვილის ტრანსფერს ივნისში გამოისყიდიან. ლაპარაკია კონტრაქტის გაფორმების 2, 3 ან 4-წლიან ხელშეკრულებაზე.





