ლა ლიგის მე-5 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს “ვალენსია” და “რეალი” დაუპირისპირდნენ. მატჩი მადრიდელთა გამარჯვებით ანგარიშით 1:2 დასრულდა.
“ღამურების” ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც მადრიდელთა წინააღმდეგ 8 სეივი მიითვალა.
“მესტალიაზე” გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველმა კაზემიროს დარტყმა მოიგერია, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა საჯარიმოს გარედან დაარტყა, თუმცა გიორგიმ ბურთი პირდაპირ ხელებში დაიჭირა. გარდა ამისა, მან ორი სახიფათო გადაცემაც ჩაჭრა.
მეორე ტაიმში ხოსე ბორდალასის გუნდმა ძალიან აქტიურად დაიწყო და 66-ზე წუთზე ანგარიშიც გახსნა. ტიბო კურტუას კარი უგო დურომ აიღო. მამარდაშვილმა მეორე ნახევარში თავი კიდევ უფრო კარგად გამოიჩინა. ქართველმა ლუკას ვასკესს, ვინისიუს ჟუნიორსა და ქარიმ ბენზემას დარტყმულები აიღო. მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე რეალმა წონასწორობის აღდგენა მაინც მოახერხა. ვინისუსის დარტყმის შემდეგ ბურთი დიმიტრი ფულკიეს მოხვდა და რიკოშეტით, მასპინძელთა კარში აღმოჩნდა. ორ წუთში თავი ბენზემამაც გამოიჩინა და საბოლოოდ, კარლო ანჩელოტის შეგირდებმა 2-1 იმარჯვეს.
ასევე გიორგი ბურთს 33-ჯერ შეეხო, 15 ზუსტი გადაცემა გააკეთა, 2 გოლი გაუშვა და 7.0 შეფასება დაიმსახურა.
ვალენსიამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველად წააგო და 5 ტურის თავზე 10 ქულით მე-3 ადგილზე დარჩა, ერთპიროვნული ლიდერი კი სწორედ რეალი გახდა 13 ქულით. “ღამურები” მომდევნო მატჩს 22 სექტემბერს, სტუმრად, სევილიასთან გამართავენ.








