ავტორიტეტული რუსული გამოცემა Советский Спорт-ი ახალგაზრდა ქართველ მეკარეზე გიორგი მამარდაშვილზე წერს.
ლოკომოტივის კარის დარაჯმა რუსული მედიის ყურადღება მოსკოვის დინამოსთან შესანიშნავი ასპარეზობით მიიღო.
რუს ფანებს ის, შესაძლოა, მოსკოვის დინამოს თამაშიდან ახსოვდეთ, როცა რუსული კლუბი სამარცხვინოდ დაემშვიდობა ევროთასებს. დინამოელები ბევრს ეცადნენ, რომ ახალგაზრდა მეკარისთვის გოლი გაეტანათ.
რუსულმა კლუბებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ახალგაზრდა ტალანტს. მით უფრო, რომ მისი ფასი (ტრანსფერმარკტის მიხედვით) ჯერ მხოლოდ 500 ათასი ევროა, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, უეფამ მამარდაშვილი ტოპ 50 ტალანტში შეიყვანა. როგორც ჩანს ქართველ მეკარეზე დიდი დაკვირვება მიდის და იმედია ის პროგრესს განაგრძობს.







