ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა გადაცემაში „ნოესთან“ ნათლია, ზურაბ ზვიადაური გაიხსენა.
„მადლიერი ვარ, რომ ამ ადამიანმა გამაქრისტიანა.მისი ასპარეზობა სპორტში ჩემთვის იყო ძალიან დიდი მოტივაცია. სულ მინდოდა, რომ მეც გავმხდარიყავი ჩემპიონი, დიდ მოტივაციას მაძლევდა. სანამ წავიდოდი რამოდენიმე კარგი რჩევაც მომცა“, – თქვა ლაშა ბექაურმა.
ოლიმპირმა ჩემპიონმა, ასევე ზურაბ ზვიადაურის ძმის მკვლელობა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი ნათლიის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
„ვთვლი, რომ საქართველოს არ ყავს დასაკარგი შვილები და ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რამე მოხდა“, – ამბობს ლაშა ბექაური.







