ლუკა გაგნიძეს, რომელიც მოსკოვის “დინამოდან” იჯარით ეკატერინბურგის “ურალში” თამაშობს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას “სპორტ ექსპრესი” 18 წლის ფეხბუთელის აგენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ლუკას ნამდვილად აქვს კოვიდი, მაგრამ ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს. რამდენიმე დღის შემდეგ ის ვარჯიშსაც განაახლებს”, – უთხრა გამოცემას ირაკლი ლილუაშვილმა.
მანამდე რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ურალის რამდენიმე ფეხბუთელს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი ჰქონდა, თუმცა მათ შორის გაგნიძე არ დასახელებულა. მოგვიანებით კლუბის პრესსამსახურმა
მოთამაშეთა დაინფიცირების შესახებ ხმები უარყო.
ლუკა გაგნიძე მოსკოვის “დინამოში” “დინამო თბილისიდან” ამ ზაფხულს გადავიდა და რუსულ კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მოსკოველებმა ქართველი ნახევარმცველი ერთწლიანი იჯარით “ურალში” გაუშვეს.





